ჯანდაცვა

პოლონელი მკვლევარები საკვები მწერების ზეთს ტრადიციული ცხიმების ალტერნატივად განიხილავენ

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარები სწავლობენ საკვები მწერების ზეთის სარგებელს ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. მათი თქმით, ეს ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით და ტრადიციულ მცენარეულ და თევზის ზეთებთან შედარებით უფრო მდგრადი და ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანია.

მწერების მოშენებას ნაკლები რესურსი სჭირდება, რაც კლიმატური ცვლილებების და სასურსათო უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზეთი მიიღება, ძირითადად, სახლის ჭრიჭინას, ყვითელი ფქვილის ჭიას და შავ ჯარისკაცის ბუზის ლარვებისგან.

ევროკავშირმა კვების პროდუქტებში ამ მწერების გამოყენება უკვე დაამტკიცა, რაც პროდუქციის განვითარებას უწყობს ხელს, თუმცა მომხმარებელთა კულტურული მიუღებლობა კვლავ პრობლემად რჩება.

ოლშტინის ინსტიტუტში მიმდინარეობს პირველი კვლევა, რომელიც შეისწავლის მწერების ზეთის გავლენას ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ღვიძლზე, განსაკუთრებით ნაწლავის მიკროფლორასა და ლიპიდურ მეტაბოლიზმზე.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალი „აკადემიაში“.

მსგავსი პოსტები

ჯანმო ევროკავშირს ვაქცინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამოა კრიტიკებს

„გავხდი ისევ ის ადამიანი, ვინც ადრე ვიყავი“ — როგორ ეხმარება კეტამინი დეპრესიაში მყოფებს

გიორგი ღოღობერიძის 5 რჩევა თუ როგორ ვაქციოთ იმუნური სისტემა უფრო ძლიერად

დატოვე კომენტარი