პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი – 13 632 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პოლონეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ფონზე, დაწყებითი სკოლები და რესტორნები დაიკეტება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ პოლონეთში ახალი კორონავირუსის ზრდის რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ მიიღო.
ქვეყნის დიდ ქალაქებში შეზღუდვები უკვე მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან დამატებითი რეგულაციები მთელი პოლონეთის მასშტაბით შევა ძალაში.
Loading…