სხვადასხვა

პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

ავტო საგზაო შემთხვევისას, პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. მანქანა, რომელიც ოპოჩ-ნოსა და კონს-კიეს დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობდა გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. მასში, სულ 7 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა საქართველოს მოქალაქეა. 5 მათგანი მძიმედ დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი გადაყვანილნი არიან ადგილობრივ საავადმყოფოში. რაც შეეხება ორი მამაკაცის ცხედარს, პროზექტურაშია გადაყვანილი და  იურიდიული სამუშაოების შემდეგ მათ სამშობლოში გადაასვენებენ.

შემთხვევის ადგილი მოინახულა საქართველოს კონსულმა პოლონეთში, თეიმურაზ ფურცელაძემ. მან განაცხადა, რომ: «დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში, ისინი მე მოვინახულე პირადად, მათი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება გარდაცვლილების ოჯახებს, მათ უკვე ეცნობათ აღნიშნულის შესახებ და მათთან ყოველწამიერი კომუნიკაცია მიმდინარეობს. დაგეგმილია შესაბამისი ორგანოების მიერ გარკვეული პროცედურების ჩატარება».

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

გენერალმა გოგი თათუხაშვილმა შვილს დაბადების დღე საფრანგეთში, გმირთა მემორიალიდან მიულოცა

Joni Kvaracxelia

პუტინის თანამოაზრე ვლადიმერ ხომერიკი გორში შეხვედრას მართავს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

რა ბედი გეწვევა დაბადების რიცხვის მიხედვით?-მიხეილ ცაგარელის უჩვეულო განმარტება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი