პოლონეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა. მათი ორგანიზატორია გაერთიანება “ქალთა გაფიცვა“. ვარშავაში აქციაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საპროტესტო აქციები პოლონეთში აბორტების აკრძალვის კანონპროექტის განხილვის დროს დაიწყო. ამასთანავე აქციებზე სხვა მოთხოვნებიც გაჩნდა. დღევანდელი საპროტესტო გამოსვლა ქალების მიერ საარჩევნო უფლების მიღების 102-ე წლისთავს უკავშირდებოდა.
Loading…