ომი მსოფლიოში

პოლონეთი მზადაა უკრაინას გადასცეს გამანადგურებელი MiG-29 — განაცხადა დუდამ

პოლონეთი მზადაა უკრაინას საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში მიგ-29 გამანადგურებლები მიაწოდოს.

ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

დუდამ აღნიშნა, რომ MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავები კარგ მდგომარეობაშია და უკრაინელი მფრინავები შეძლებემ მათ სწრაფ გამოყენებას, რადგან ამ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები მათთვის არაა უცხო და შესასწავლი.

„ჩვენ მზად ვართ უკრაინას მივაწოდოთ გამანადგურებლები, MiG-29-ები, რომლებიც ამჟამად ემსახურება პოლონეთის საჰაერო ძალებს და დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინელი მფრინავები მზად იქნებიან დაუყოვნებლივ გამოიყენონ ისინი“, — განაცხადა მან.

პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ნატოს სტანდარტებისკენ ისწრაფვიან და მომავალში F-16 გამანადგურებლებს გამოიყენებენ. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ზე არის „უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელი“.

მსგავსი პოსტები

როგორ უსწორდებიან რუს ოკუპანტებს უკრაინაში

Joni Kvaracxelia

დახმარების პირველი პარტია ავსტრალიიდან უკრაინაში

Joni Kvaracxelia

ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს სვიატგორსკის ლავრაზე, სადაც 520 დევნილი იმყოფებოდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი