მსოფლიოშიპოლიტიკა

პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპებით, რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უმაღლესი ღირებულება და მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაუტარდეს მიხეილ სააკაშვილს საჭირო მკურნალობა.

სეიმი ითვალისწინებს საერთაშორისოდ აღიარებული ექიმების რეკომენდაციებს და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოს მეგობრებს, აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, იმოქმედონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

რეზოლუციის პროექტი სეიმის პრეზიდიუმმა წარადგინა.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა მალგოჟატა გოშევსკამაც. პოლოეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნონა მამულაშვილს შეხვდა. ის წერს: «მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ამ ბრძოლაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან გამარჯვებას და მ.სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. პოლონეთისა და პოლონელების დიდი მეგობარი უბრალოდ იმსახურებს ამას!».

Loading…

მსგავსი პოსტები

«მიგრაცია ჩვენი საერთო მდგომარეობა გახდა, რომელიც ყველგან შიშსა და შფოთვას იწვევს»-სალომე ზურაბიშვილი

მიწისძვრას ინდონეზიაში მსხვერპლი მოჰყვა

ჩრდილოეთ იტალიაში კარანტინი შემოიღეს. იზოლაციის ზონაში 16 მილიონი ადამიანი მოექცა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი