პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
«პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დეფაქტო ხელისფულების მხრიდან განახლებული სამუშაოების ჩატარების შესახებ. სოფელ გუგუტიანტკარში, ხელოვნური ბარიერების დაყენების გამო. “სასაზღვრო პროცესი”, რომელიც პროგრესირებს 2011 წლიდან, ძალიან ცუდად აისახება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე. ეს იწვევს ადამიანების და საქონლის გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული მორიგი უკანონო ქმედება არა მხოლოდ ამძიმებს არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და სტაბილურიბას ადგილზე. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მისი უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებები,»- ნათქვამია განცხადებაში.