სამხედრო

პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ლევან იზორიამ განაცხადა, რომ , „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის უშუალო ხელმძღვანელს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თავდაცვის ძალებსა და მის მეთაურს. დღეს მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა რა ჩვენი წარმატება, სიმბოლურად სწორედ ამ სწავლების უშუალო ხელმძღვანელს, ქართველ ოფიცერს, პოლკოვნიკ ჯანჯღავას გამოუცხადა დიდი ნდობა და ის გახდება გენერალი. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და ეს დინამიკა გვაძლევს მყარ საფუძველს მომავალში, რათა უფრო დავუახლოვდეთ ნატო-ს, გავხდეთ მისი სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ლევან  იზორიამ.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

ავღანეთში მორიგი თავდასხმა განხორციელდა

Joni Kvaracxelia

შურისძიება ქართველ სამხედროებზე

Joni Kvaracxelia

«Porter»-ი უკვე ბათუმშია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი