covid-19

პოლიციის მობილიზება სამების საკათედრო ტაძარში (ვიდეო)

დღეს, 22 მარტს მართლმადიდებელ ეკლესიებში პირველი წირვა ტარდება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სამების საკათედრო ტაძარში წირვის პარალელურად, სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, პრემიერ-მინისტრმა 10 კაციან შეკრებებთან დაკავშირებით შეზღუდვა დაანონსა, რომელიც ეკლესიებსაც ეხებოდა. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

პრაიმტაიმი

Loading…

მსგავსი პოსტები

საჩხერის მერის მეუღლე კორონავირუსით დაინფეცირდა

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა

იტალიაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 619 ადამიანი დაიღუპა

დატოვე კომენტარი