განცხადებები

«პოლიციის მთავარი დავალება გახდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ივანიშვილის სასახლის დაცვა»

სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებსა და «ნაციონალური მოძრაობის» წევრების დაკავებას გამოეხმაურა «ევროპული საქართველოს» ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე:

„ქვეყანაში, სადაც ყოველ დღე მატულობს კრიმინალი, პოლიციის მთავარი დავალება გახდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ივანიშვილის სასახლის დაცვა. ეს არის პოლიციის დანგრევა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანება „ქართული ოცნების“ მხრიდან. მაგრამ რაც არის მთავარი. ეს არის შიშის გამოხატულება. „ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების. იმიტომ, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ არჩევნებს, მაგრამ მინდა, ვუთხრა, პოლიციის ძალით მოგებული არჩევნები არ არსებობს. რაც უფრო მეტად ცუდად მოიქცევიან დღეს, რაც უფრო მეტად დააზიანებენ საარჩევნო პროცესს, რაც უფრო მეტად ჩამოშლიან სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, მით უფრო გარდაუვლად და მწარედ წააგებენ ხვალ,“ — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

შსს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

«შვილი მომიკლეს მაღალჩინოსნებმა…რატომ მომიკლეს შვილი?» შვილმოკლული დედა სალომე ზურაბიშვილს

შსს-ს სპეციალური განცხადება გორში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი