სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობა დავით გარეჯში, ადგილზე მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს.
დავით გარეჯში ხალხმრავლობის გამო გაძლიერებულია პატრულირება.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების განცხადებით ამ დროისთვის ჩაკეტილია ჩიჩხიტურის კოშკამდე მისასვლელი ბილიკი.
მასშტაბური მსვლელობა დაიგეგმა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელები ქვეყნის დამოუკიდებობის აღნიშვნას დავით გარეჯში გეგმავენ.
მსვლელობაში მონაწილეობას სასულიერო პირები ღებულობენ, მათ სურთ ამ აქციით აზერბაიჯანელებს დაუმტკიცონ, რომ ქართველები დავით გარეჯს არ დათმობენ.
Loading…