55 წლის მამაკაცის ცემაში ოჯახი პოლიციელებს ადანაშაულებს. ზვიად მთავრიშვილის ცხედარს დღეს სოფელ კაჭრეთში მიასვენებენ.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ მთავრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
55 წლის მამაკაცი გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა
„სახლიდან წაიყვანეს. 22-ში ღამით, გზაში სცემეს. 22-ის მერე თავის ტკივილები ჰქონდა სულ, 30 მარტს კომაში ჩამივარდა… როგორც ხედავთ, გარდაიცვალა. არ ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს. თვითონ მომიყვა ყველაფერი, რა თქმა უნდა. გზაში, მანქანაში სცემეს, ან გადმოაგდეს, არ ვიცი. ტელეფონში რომ დამირეკეს, გინება მოისმინეს და თავიანთ შეურაცხყოფად მიიღეს. ეგ არ აპატიეს, პოლიციას რატომ შეაგინეო და გაუსწორდნენ,“ – განაცხადა “კურიერთან “ზვიად მთავრიშვილის დამ მარი მთავრიშვილმა.
Loading…
