covid-19მსოფლიოშიპროტესტი

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებით დასრულდა კვიპროსში კარანტინის მოწინააღმდეგეთა აქცია

კვიპროსში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული კარანტინის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. უცხოური მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ნიქოზიაში მომხდარი შეტაკებების დროს ერთი დემონსტრანტი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არიან დაკავებულებიც. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციის მონაწილეები კარანტინის გარდა ასევე აპროტესტებდნენ მთავრობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სოლიდური ინვესტიციების სანაცვლოდ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება შეეძლოთ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ტოკიოს ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება

15 ახალი კოვიდინფიცირებული ოკუპირებულ აფხაზეთში

ეპიდსიტუაცია რუსეთში

დატოვე კომენტარი