კრიმინალი

პოლიციამ მარნეულში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტზე ახალგაზრდა დააკავა

პოლიციამ მარნეულში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტზე ახალგაზრდა დააკავა, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ი. მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისში მდებარე საძოვარზე 3 ძროხის მოპარვა სცადა, თუმცა, იგი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. სამართალდამცველებმა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ძმის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს

2 პენსიონერი ბარით მოკლა და ცოლი გააუპატიურა-17 წლის მოზარდის მიერ ჩადენილი შემზარავი მკვლელობა

Joni Kvaracxelia

გორში 21 წლის გოგო შეყვარებულმა სცემა-ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და კრიმინალური პოლიცია

დატოვე კომენტარი