აღნიშნული კომპანიის იურისტი ქეთი მირიანაშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლების სახლებში ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ საგამოძიებო უწყებას ყველა ინფორმაცია მიაწოდეს.
ის ასევე ინტერესდება, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა ბაჩანა ლობჟანიძის სახლში, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.
„ასევე, საინტერესოა და კითხვა მაქვს საგამოძიებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა და იქ მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები. დღეს დაიწყო თანამშრომლების პირადი სახლის ჩხრეკა. მე, როგორც ადვოკატი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. რა კავშირში შეიძლება იყოს პირადი სახლის ჩხრეკა და რა ინფორმაციას ეძებენ ან რა სურთ, ვერ გეტყვით“, — აცხადებს მირიანაშვილი.
Loading…