“საზოგადოებაში მომწიფებულია აზრი, რომ პოლიტიკური ცვლილებების დროა, ამ ყველაფრის ავანგარდში კი მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქნება.
“ქართულ ოცნებას” ხელისუფლების დაკარგვის პანიკური შიში აქვს, ეს არაა კლასიკური და სტანდარტული პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება.
მმართველი პარტია პუტინის ინტერესების გამტარ ოლიგარქზე ჩამოკიდებული პაიკების ერთობაა, რომლებიც 8 წელია გამდიდრებით არიან დაკავებულები.
ქვეყანაში უკანონობასა და უსამართლობას აკანონებენ!
ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება თუ როგორ წარმოგვიდგენია სასამართლო რეფორმა, გადასახადების დაწევა, პენსიის გაზრდა და ა. შ.
ქართველი ხალხი გადაწყვეტს ცვლილებების მთავარი მედროშე ვინ იქნება” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ სტუმრად გადაცემაში “დღის კურიერში.
Loading…
