პოლიტიკური ტურიზმი თუ პროვოკაცია? — ასეთი სათაურით დაიბეჭდა სტატია ტელეგრამ არხზე «АМРА life» (ამრა ლაიფი).
სოცქსელებში ვრცელდება ვიდეოები იმის შესახებ, თუ როგორ მოგზაურობენ ქართველი ბლოგერები აფხაზეთში. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და ქართველები ტერიტორიებს დაიბრუნებენ.
«ეს აჩენს ბევრ კითხვას მათი მოგზაურობის მიზნებსა და მოტივებზე, რადგან ვიდეო შეიცავს პოლიტიკურ და აშკარად ანტიაფხაზურ ლოზუნგებს. ასევე გაუგებარია როგორ მოხვდნენ აფხაზეთში, ვინ მოიწვია და როგორ მიიღეს ვიზა.
ქართული მხარე დიდი ალბათობით გამოიყენებს ამ ვიდეოს აფხაზეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ფარგლებში, რათა გააგრძელოს თავისი ტერიტორიული პრეტენზიები.
რა თქმა უნდა, კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ თუ რა მოხდა, ინსპექტირების შედეგები, „ტურისტების“ ვინაობა და ამ აქციაში მონაწილე ყველა უნდა გასაჯაროვდეს» — ნათქვამია სტატიაში.