განცხადება/მიმართვა

პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებზე – დანიელსონი

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირმა და აშშ-მა ძალიან გულმოდგინეთ იმუშავეს, რათა მხარი დაეჭირათ, დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევაში და დაესრულებინათ არსებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

„პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა, რომ მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა და მთელი ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მის სოციო ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ სქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში, ეს არის რეალური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუქნტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს დღეს დილით დატოვებს და ბრიუსელში დაბრუნდება.

„მე დავრბუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს. პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა, დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“თავიანთ გადაცემებში ყოველ დღე იგინებიან ის ადამიანები, მე ლექსიკას მიწუნებს”-მეუფე სტეფანე

roma sajaia

“იმედია ამ “ეფესბეს” აგენტის, გოგაშვილის ნასაუბრებზე ბევრს გაეხსნება ტვინი და ახლა მაინც მიხვდებიან…”-ბარამიძე გოგაშვილზე

roma sajaia

“ქუჩის “ბიჭების” “გამპრავებელი’ ხართ და არა ქალაქის მერი) ისევ საკუთარ კარში აპირებთ თქვენს სამშობლოს “ბურთი- გოლი ” გაუტანოთ?”-ჩარკვიანი

დატოვე კომენტარი