ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ მას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ გაათავისუფლებს გიორი რურუას“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა მედიასთან ურთიერთობისას.
რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს მან თქვა რომ ნაცინალური მოძრაობა დღეს თამაშგარე მდგომარეობაშია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს პოლიტიკური პარტია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც, რა საკვირველია, საერთო ჯამში, სამწუხაროა, მაგრამ ჩნდება ბევრი კითხვები. თუ მათ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, რაზეც არსებობდა საზოგადოების დაკვეთა და საერთო, ფართო კონსენსუსი, კითხვა ჩნდება, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს მან თქვა რომ” ევროპული საქართველოს“ ხმების გარეშეც ძალიან მარტივად გავა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენაზე. შეგახსენებთ რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 142-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. საკონსტიტუციო ცვლილებებს 136 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 5 წინააღმდეგი იყო. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.
თამარ ქუთათელაძე
