პოზნერის მასპინძლის რესტორანს სახელმწიფო ორგანოებმა ნახევარი მილიონის შეკვეთები მისცეს

0
285

«ფლანგვის დეტექტორის» ინფორმაციით პოზნერის მასპინძლის ბენო ქაშაკაშვილის რესტორანს სახელმწიფო ორგანოებმა 520 ათასი ლარის შეკვეთები მისცეს.

«ნახევარ მილიონზე მეტი ბენო ქაშაკაშვილის ბიზნესს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა.
👉 ბენო ქაშაკაშვილი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია და 2016 წელს საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო.
👉 2016-20 წლებში მან და მისმა ცოლმა მმართველ პარტიას 405,000 ლარი შესწირა.
👉 მიუხედავად კომენდანტის საათისა, მან რუს სტუმრებს მაინც უმანისპინძლა ვახშამზე, რითიც კანონი დაარღვია.
👉 შსს-ს ინფორმაციით მათ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმეს კარანტინის წესების დარღვევის გამო, თუმცა რუსეთში დაბრუნებული პოზნერი ამ ფაქტს უარყოფს.»

ფოტო:ფლანგვის დეტექტორი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ