ის რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ნუთუ არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ შეურაცხყოფილი ხალხი გაბრაზებული და უკიდურესად აღშფოთებული გამოვიდეს ქუჩაში?
ნუთუ ამისთვის საჭიროა ვინმე წინამძღოლის მოწოდება?
პირუტყვიც კი ინსტიქტით უსამართლოდ და დაუმსახურებლად მათრახის გადავლებას, წინააღმდეგობის გაწევით პასუხობს.
ჩვენ თუ საზოგადოება გვქვია და ღირსების გრძნობა გაგვაჩნია, ასეთი დამცირების და შეურაცხყოფილი თავსლაფდასხმული არ უნდა ვპატიობდეთ ხელისუფალთ.
ნახირი ხომ არა ვართ გაგვრეკონ საბალახოდ და ასე არაადამიანურად გვექცეოდენ.
თვითორგანიზებული სამოქალაქო აქტივისტების, საზოგადოებრივი მაღალი პასუხისმგებლობით სავსე ადამიანების ჯგუფის მიერ სავსებით საკმარისია, რომ სოციალური ქსელების საშუალებით ინიცირებულ იქნას საყოველთაო საპროტესტო მანიფესტაცია. ერთდროულად მთელ ქვეყანაში განხორციელდეს მძლავრი დაუმორჩილებლობის აქტი!
განზრახ არაფერს ვამბობ პოლიტიკური პარტიების, ჩართულობასა და მათი მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ. ისინი უნდა იყვნენ რასაკვირველია წარმმართველნი შემდგომი პოლიტიკური პროცესებისა. ასეთი ტიპის აქცია ბიძგს მისცემს დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები! ეს უნდა გახდეს საბოლოოდ დაძაბულობის განმუხტვის საფუძველი.
ვინც გაიზიარებს ამ მოსაზრებას, სოციალურ ქსელში გამოხატოს საკუთარი პოზიცია და ეცადოს გაუზიაროს სხვებს. ვცადოთ და გამოგვივა, ჩვენთან არს ღმერთი!
მალხაზ გაბელაია
