განცხადებები

პირობები, რომ დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს, გადაწყვეტილება მივიღეთ, საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს — «დროასთან» და «სტრატეგია აღმაშენებელთან» შეთანხმება ძალაშია-ზურაბ ჯაფარიძე

მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს , — ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი TV-ის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის ივნისიდან ოპოზიციურ ფლანგზე დიდი გაერთიანების შექმნაზე მუშაობდა, თუმცა ეს ვერ ხერხდება და პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდებიან.

«შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც ის მგონია, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს რაღაც დიდი კონსოლიდაცია, რადგან ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში, ძალიან რთულია. ამას სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს, მაგრამ მოცემულობა ასეთია, რომ ამდენი თვის შემდეგ ახლა მაგის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისთვის, რომ «გირჩი — მეტი თავისუფლება» გაძლიერდეს“, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდიაზე მეტია, თბილისის ომი გამსახურდიამ დაიწყო»-მამრაძე

Joni Kvaracxelia

«ეს მხოლოდ დასაწყისია!!! აი, ჩვენი ერთობლივი ბრძოლის პირველი შედეგი!!!»-გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)

roma sajaia

ტერორიზმი არასოდეს არ არის გამართლებული-მზად ვართ ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის საშუალება შევთავაზოთ — ჯო ბაიდენი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი