“ქართული ოცნების” დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თავის განცხადების, არასწორად გავრცელებაში “რუსთავი2”-ს ადანაშაულებს, “რუსთავი2”-ის სიუჟეტში ჩანს გარკვევით, როცა ქუცნაშვილი ამბობს შემდეგ სიტყვებს: “ადამიანმა 4 ლარი უნდა დახარჯოს საშუალოდ დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებული მაინც არის რეალობასთან”,
“ეს ფეიკ ნიუსია. თუ ეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტების გავრცელებულია მაშინ გამოდის, რომ ისინი პირდაპირ ტყუილის თქმაზე გადავიდნენ, კომენტარის გაყალბებით და აპრობირებული თემის გარშემო ფეიკ ნიუსების გავრცელებით. კომენტარში პირით ვთქვით, რომ ერთი ზრდასრული მამაკაცის გამოკვებისთვის თვეში 120 ლარი მცირეა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტო საარსებო მინუმიმის გამოთვლისას იყენებს ძველ მეთოდოლოგია, რითაც სასურსათო კალათის წილი საარსებო მინიმუმში 60-70%-ი ხოლო ყველა სხვა ხარჯის 30-40% რაც არასწორია. შესაბამისად ხარჯები: ტრანსპორტირებაზე, განათლებაზე, ჩაცმაზე, ინფორმაციაზე, კულტურული მიღწევებით სარგებლობაზე, კომუნალურ გადასახადებზე და ჰიგიენაზე ძალზედ მცირე გამოდის” – ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარი რუსთავი 2-ის მიერ არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციაზე

