არჩევნებიპოლიტიკა

პირველ ოქტომბერს სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება

პირველ ოქტომბერს სენაკში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ვახტანგ წურწუმიას ადგილზე ახალი წევრის ასარჩევად ტარდება. წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნით 31 მაისს შეუწყდა.

წურწუმიას მიერ საკრებულოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართვის შემდეგ ენმ-ში ამბობდნენ, რომ ვახტანგ წურწუმიაზე საკრებულოს დატოვების მიზნით ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა მიმდინარეობდა.

სენაკში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მხოლოდ სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

Loading…

მსგავსი პოსტები

20 ოქტომბერს შაქშაქეთის საგუშაგოსთან საპროტესტო აქცია დააანონსდა

Joni Kvaracxelia

პარლამენტს აზარტულ და მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა

Joni Kvaracxelia

მაიკლ ბლუმბერგი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

დატოვე კომენტარი