პირველ ივლისს მზად ვიქნებით, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები

0
173

ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე, პირველ ივლისს მზად ვიქნებით, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, ამ მომენტს დაემთხვევა სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა „უსაფრთხო დერეფნების“ შესაბამისად.

„ამავე პერიოდში, მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისად განხორციელდება.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ