პირველი ეკზიტპოლები: ზელენსკი ხმათა 71.8%-ით ლიდერობს

0
503

ცნობილი გახდა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ეკზიტპოლების საბოლოო მონაცემები.

ხარკოვის სოციოლოგიური გამოკვლევების სააგენტოს „New Image Marketing Group“ თანახმად ვლადიმერ ზელენსკიმ ხმათა 71.8% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 28.2%.

ხმათა უმეტესი ნაწილი შოუმენმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიიღო, ხოლო ყველაზე ცოტა დასავლეთში.

ეკზიტპოლების თანახმად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ზელენსკის ამომრჩეველთა 73.4% მისცა ხმა, როცა მის კონკურენტს მხოლოდ 26.6%. ცენტრალურ ნაწილში კი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ზელენსკი — 72.9%, პოროშენკო 27.1%.

უკრაინის ცესკოს განცხადების თანახმად 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უფრო მეტმა ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ვიდრე პირველში.

 

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ