პირველად ირაკლი კობახიძემ შემომთავაზა პარტიაში თანამდებობა – ვასილ მაღლაფერიძე

0
144

ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრად და პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, ამბობს, რომ პარტიული შეთავაზება ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ მიიღო.

“თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქცია არის თავმჯდომარისთვის მართვაში ხელის შეწყობა. როცა შემოთავაზება მივიღე და საუბარი იყო ამის შესახებ, ეს საინტერესოდ მეჩვენა, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ტელევიზიიდან წავედი ივლისსა თუ აგვისტოში. ქართველები ასე არ ვგეგმავთ, ერთი თვით ადრე. ასე ერთი თვის წინ იყო შემოთავაზება. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც შემომთავაზა, შემდეგ კახა კალაძეს ვესაუბრე და ა.შ”. – თქვა მაღლაფერიძემ ქართული ოცნების ყრილობის დასრულების შემდეგ”.

მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკაშირებული კითხვების თავიდან არიდება დაასახელა

Paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ