განცხადება/მიმართვა

“პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია”-მეუფე იაკობი

“ვაჟი რომ გაგიჩნდება, როგორ გიხაროდა ქალს ხომ? გოგო რომ გეყოლება, როგორ გიხარია და შემდეგ თურმე თვითონ ირჩევს, ვინ არის, ბიჭია თუ გოგოა. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი და ეს თემა საერთოდ უნდა დაიხუროს. ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა. რადგან მსოფლიოში არეულია და ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან, ჩვენც გვეტყვიან, მასე გააკეთეთო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ და რა გვინდა. ჩვენთანაც და პოლიტიკოსებმა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლება, მიშას მომავალში უნდა მოსვლა ხელისუფლებაში, უნდა დააფიქსირონ, როგორ უყურებენ ამას. პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია. ერთს პოლიტიკაში მოსვლა რომ უნდა, ამ თემაზე რომ წავიდა საუბარი, ასე თქვა, ეს რუსული ნარატივიაო. რუსი და არაქართველი შენ ხარ”

ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მსგავსი პოსტები

“აეწვათ კუდები წინასაარჩევნოდ…”

roma sajaia

“ეს არის საქართველოსთვის საკმაოდ დიდი საფრთხე…”-გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება

roma sajaia

ქართული ოპოზიციის ლიდერები უკრაინის რადას და უკრაინელ ხალხს წერილობით მიმართავენ

დატოვე კომენტარი