დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, თქვა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს», — ამბობს ცქიტიშვილი.
გარდა ამისა, საკორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ:
რესტორნებს მუშაობა 22:00 საათის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით აეკრძალებათ
25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციური ფორმატით გაგრძელდება.
Loading…