პოლიტიკა

პირბადის გარეშე 20 ლარით დაჯარიმდებით

პარლამენტმა პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით, 73 მომხრე ხმით დაამტკიცა. კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თინა ბოკუჩავასა და გიორგი გახარიას დაპირსპირების კადრები

რატომ გეგმავს აშშ ინდოეთის წინააღმდეგ სანქციების კანონის ამოქმედებას?

ევროპარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანაგრიში დაამტკიცა

დატოვე კომენტარი