პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გაიცა

0
167

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა» სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ხელი მოაწერეს შუამდგომლობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების თაობაზე.

აღნიშნული ინფორმაციით, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის პეტრო პოროშენკოს სასამართლოში მიყვანის შესაბამისი ნებართვა გასცა. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის დაფინანსების მუხლებით დაიწყო.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ