აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით:
– რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი არ იყო სრულად ინფორმირებული მისი თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ყოველი ნაბიჯის შესახებ;
– დაახლოებით 1000 “ვაგნერის” მებრძოლი ახლა იმყოფება დონბასში, რომლებსაც აქვთ იქ საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება;
– შეერთებულმა შტატებმა ყურადღება მიაქცია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი „უფრო გააქტიურდა“ დონბასის რეგიონში;
– „ძალიან ადრეა“ კიევიდან რუსული ჯარების გაყვანა დეესკალაციის ნიშნად განხილვა;
– პენტაგონის ლიდერები ცდილობდნენ რუსეთთან დაკავშირებას – რადგან მიაჩნდათ, რომ ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო ამ ტიპის კომუნიკაციისთვის, მაგრამ რუსებმა არ უპასუხეს.
Loading…
