განცხადებებიპოლიტიკა

პენსიონერებს, მასწავლებლებს, სამართალდამცველებს, ექიმებს, ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ

დღეს 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა მინისტრთა კაბინეტი რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარეობდა.

პრემიერმა გიორგი გახარიამ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში  ყველა პენსიონერისთვის და შშმ პირებისთვის პენსია გაიზრდება.

«ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, ხაზგასმით აღვნიშნავ, პირველ რიგში იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ეს გახლავთ ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, სამართალდამცველები და ჯარისკაცები და რა თმა უნდა, ექიმები. 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისათვს, ასევე 18 წლამდე ასაკის და 1 და მე-2 ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა.

1 ივლისიდან ასევე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარის ზრდა. თუ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში — მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. გაგრძელდება ხელფასის მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით,» — განაცხადა  გახარიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნებას ყველანაირად ხელს შევუშლი-ნინო ბურჯანაძე

Joni Kvaracxelia

«ძალიან მეწყინა»-რა ეწყინა ოპოზიციისგან ციხეში ყოფნისას ნიკა მელიას?(ვიდეო)

roma sajaia

არ ვისურვებდი, რომ ჩემს გუნდში ვინმეს ცისარტყელის ფერებში გაკეთებული სამკლაური ეკეთოს — ჯენარო გატუზო

დატოვე კომენტარი