მსოფლიოში

პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა და დაუთვლელი ბიულეტენები გაუქმდება

პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა და დაუთვლელი ბიულეტენები გაუქმდება. საქმე ეხება ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებს, რომელთა დამოწმებისთვის ვადა 9 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

დაახლოებით რამდენი ბიულეტენის გაუქმებაზე შეიძლება იყო საუბარი, ჯერ უცნობია.

მანამდე, პენსილვანიის სახელმწიფო მდივანმა, კეთი ბუკვარმა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დასამოწმებლად ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა.

რა რეაქცია ექნება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენს და მის მოკავშირეებს, უცნობი რჩება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

2 წელიწადში დასრულდება პანდემია

ალექსეი ნავალნი გერმანიის კლინიკიდან

ნავალნის თვითმფრინავი ბერლინში ჩაფრინდა

დატოვე კომენტარი