განცხადებებიეკონომიკა

პენსია 400 ლარი გახდება — ნიკა მელია

ნიკა მელიას განცხადებით საქართველოში პენსია 400 ლარი გახდება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ეს განცხადება მან დღეს ენმ-ს ოფისში პენსიონრებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით ფასების ზრდის ფონზე პენსია ძალიან დაბალია და ამიტომ საჭიროა მისი გაზრდა. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ პენსიონრებს საპენსიო რეფორმა გააცნო.

 

„მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პენსია მნიშვნელოვნად კარგავს მსყიდველობითუნარიანობას, „ქართული ოცნება“ მიმდინარე წელს არც კი აპირებს არცერთი თეთრით პენსიის მატებას,“ — განაცხადა ნიკა მელიამ.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა, პენსია მხოლოდ 30 ლარით გაიზარდა რაც დღევანდელი მდგომარეობისთვის ძალიან ცოტაა.

„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება 400 ლარი. პირველსავე წელს პენსია გახდება 300 ლარი, შემდეგ გახდება 400 ლარი. ეს შეეხება, როგორც ასაკით პენსიონერებს, ასევე, შშმ პირებს. ძირითადი წყარო, რა თქმა უნდა, იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, კორუფციის აღმოფხვრა და მნიშვნელოვანი შემცირება ბიუროკრატიული ხარჯის,“ — განაცხადა ნიკა მელიამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

შევთხოვთ უფალს, რომ შთააგონოს ჩვენ ხელისუფლებას, რომ საჭიროა მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა-ილია მეორე

ზუგდიდში ნიკა მელია ჩანაცვლდა სანდრა რულოვსით … მე ვიცი რომ ამაზე ფიზიკური დაპირისპირებაც  მოხდა — ღარიბაშვილი «ნაციონალურ მოძრაობაზე»

«ქართული ოცნება» აგვისტოს ომის გამოძიებასა და «ნაციონალური მოძრაობის» გასამართლებას აანონსებს-იხილეთ განცხადება

roma sajaia

დატოვე კომენტარი