სხვადასხვა

პეკინში ქართული ენის სწავლებას იწყებენ

ტელეკომპანია იმედის ცნობით პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ენის შესწავლას შეძლებენ.

ამ ინიციატივას მეცნიერ-პედაგოგი ნანა გოგოხია უხელმძღვანელებს. მან განაცხადა: „მე, როგორც ქართველი, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ჩინელი სტუდენტები ქართულ ენას შეისწავლიან, გაეცნობიან ქართული ენის კულტურას და მის მრავალფეროვნებას, ჩვენი ენის ისტორიას“.
აღნიშნული საკითხი პეკინში საქართველოს საელჩოსთან შეთანხმების შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტი 1941 წელს დაარსდა და მას ლიგვისტურ სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. უნივერსიტეტი შედგება 13 სკოლა-ფაკულტეტისგან, შვიდი აკადემიური დეპარტამენტისგან და ათზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისგან.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

«ჩემზე ამბობენ მახინჯია, ლილიპუტია, დამნაშავეა…»

roma sajaia

გულის შეტევით ახალგორში გადაყვანილი ავადმყოფის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

მოესწრება თუ არა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება ახალი წლისთვის?

დატოვე კომენტარი