ანალიტიკაპუბლიკაციები

პედოფილს სანამ დაიჭერენ, ერთზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი (ექსკლუზივი)

მეორე ნაწილი

პირველი ნაწილი იხილეთ აქ …

პედოფილს, სანამ დაიჭერენ, ერთზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. თავს იმართლებენ ძნელი ბავშვობით და წარსულში ფსიქოლოგიური ტრავმის გამო. ცხადია, ტყუიან. მათი ფსიქოლოგია საიდულოა უბრალო ადამიანებისთვის, მაშინ, როცა ექსპერტი-კრიმინალისტებისთვის, მათ ქცევას რომ სწავლობენ, რუკაა, რომელზეც ქცევის მოტივს იოლად კითხულობენ.
ზოგიერთი რამე აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ, რათა მათი შვილების სახით მსხვერპლების სია არ შეივსოს:
მთელ მსოფლიოში პედოფილიის, როგორც ნარკოტიკული და ალკოჰლური სიგიჟის მსგავსი ფსიქიური გადახრის მოსახშირებლად სიტუაციას ართულებს პედოფილიისკენ მიდრეკილების ერთმანეთს შორის მომენტალური კომუნიკაცია. კერძოდ: ინტერნეტსივრცეში თემატური საიტები და ფორუმები, რომელთა მონაწილეთა შორის სერიოზული ფსიქოლოგიური ზღურბლი — მორალური უხერხულობა მათი საქციელისადმი აღარ არსებობს. აქ თავს იყრიან არა მხლოდ ის დამნაშავეები, ვინც უკვე გახრწნეს და იძალადეს ბავშვებზე, არამედ ადამიანები ვისაც სექსუალური სურვილი და მიდრეკილება აქვს ბავშებისადმი, მაგრამ კანონის ზღურბლი ჯერ არ გადაულახავთ.
ასეთი ურთიერთობები ხელს უწყობს პროვოცირებას და წაახალისებს დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება მიიღონ. უარესი, ასეთ საიტებზე უწვირლეს დეტალებად არის მოთხრობილი იმაზე, როგორ მოძებნონ ფსიქოლოგიური მიდგომა ბავშვისადმი, რათა სექსზე დაითანხმონ. როგორ შეიძლება მშობლების გაცურება და მოტყუება, უფროსებისგან თვალს მიფარება, აღწერილია, როგორ მიიმხრონ ბავშვი სექსუალური მოქმედებისადმი. მითითებულია ამ მხრივ უსაფრთხო ადგილები. ასევე ის ადგილები, სადაც უპატრონო ბავშვები ბლომად არიან. ბავშვთა სახლები, სადაც უფროსების ყურადღება მოდუნებულია. მეტიც, დამწყები პედოფილები მარაგდებიან საგანგებო ლიტერატურით როგორიცაა „რუსეთის ბოიკავერების მანიფესტი“, „პედოფილის ცნობარი სიყვარულსა და სიამოვმებაზე“, „ბავშვების სექსის მოყვარულთა ქცევის წესები“… ასევე ბლომად არის არც თუ უნიჭოდ დაწერილი ბავშვებთან სექსის შინაარსის შემცველი პორნოგრაფიული ხასიათის უამრავი საუბრები, რომელთა დიდი ნაწილი რეალურ ფაქტებზეა გებული.
პედოფილიისადმი მიდრეკილი ამ გარემოში პოულობს მხარდეაჭერას და თანამზრახველებს. აქ განუმტკიცებენ აზრს, რომ ეს ნორმალურია და უნდა გადავიდეს აქტიურ მოქმედებაზე.
ფორუმებზე ყველა საუბრობს და მიღებული არ არის, რომ აღიარონ პატარასთან სექსუალური კავშირი რომ არ ჰქონდათ და ვირტუალურ სამყაროში პედოფილები ამბობენ თუ არა სიმართლეს ვერ გაიგებ. მათი ფსიქიკამოშლილი ტვინი ფანტაზიის ულევი წყაროა და მხოლოდ პირისპირ ხანგრძლივი ურთიერთობებით და საუბრებით ვარკვევთ სიმართლეს.
— მითხრა ბოლოს ბატონმა ემილიანო ვენტომ — იტალიის ეროვნული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის „მანიაკალური ქცევის ფსიქოლოგიის“ განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა და მიმახვედრა, რომ ყოველი საიტი აღრიცხულია და გაკონტროლებული.
ნეტავი თქვენ! — გავიფიქრე და საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადავუხადე.

საქართველოს მსფოლიო ჩემპიონმა საკუთარ სახლში ბიძაშვილს და მის ცოლს ლოგინიდან მოპარა სამი წლის გოგონა, გააუპატიურა და მოგუდა… გვამი სპორტული ჩანთით გაიტანა და ეზოში დაფლა… სასამართლომ სასჯელის უმასღლესი ზომა — დახვრეტა გამოუტანა. იმდენად კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა, ყველას ეგონა, რომ საბოლოო სიტყვაში საქციელს მოინანიებდა და პატიებას ითხოვდა. მან თქვა: არა პატიებას არ ვითხოვ… დამხვრიტეთ, ვეღარაფერი გამაჩერებს…
მას უკან, სულ ცოტა 40 წელი მაინც გავიდა და ახლა რომელიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რომ გამიჭირდება მხსნელად ამერიკაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე სტას ქაქუჩაია მოდის — საერთაშორის კრიმინალისტი, ფსიქოლოგი, პრაქტიკული დიდი გამოცდილებით.
— სტას, ძალიან ხომ არ მომრავლდა პედოფილიის შემთხვევები, თუ საინფორმაციო საშუალებების მომრავლება და ასეთი შემთხევების „კრიმინალურ მარწყვად“ გადაქცევა ხომ უწყობს ხელს ყველაფერზე დეტალურად ვიცოდეთ, ხოლმე?
— თუ პედოფილია გაქვს მხედველობაში, შემთხვევები საქართველოში ნამდვილად მომრავლდა. სხვა ქვეყნებში ამ ფაქტს ასე მტიკვნეულად არ გაინცდიან. ჩვენთან მორალური და ფიზიკური ტკივილი გაცილებით ბევრად უფრო მძაფრ განიცდებს ბადებს, ამიტომ ყოველი ახალი შემთხვევა ხანგრძლივი განხილვის საგანი ხდება.
— მომრავალებული დამნაშავეობა რაზე მიუთითებს?
— დამნაშავეობა მთელ მსოფლიოშია მომრავლებული და ყოველთვის ასე იყო.
— ხსნა სად არის?
— დადასტურებულია, რომ ხსნა ხელოვნებაშია. მაგრამ ხელოვნებასთან წილნაყარობა ყველგან ძვირი სიამოვნებაა. საკუთარი ინსტინქტების ამარა დარჩენილებში დანაშაულებრივი ფსიქიკა ყალიბდება და საფუძვლად უდევს აბსოლუტურად ყველა სახის დანაშაულს, ამიტომაც ციხეები მთელ მსოფლიოში გადაჭედილია. იქაც მეტ-ნაკლებად იგივე პრობლემებია, რაც ჩვენთან საქართველოში.
— როგორ ფიქრობ, რა იწვევს?
— მომრავლებული დანაშაულის სახეობების მიხედვით ირკვევა, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში ზოგადად სამართალი, განათლების დონე, კულტურა და თქვენ წარმოიდგინეთ, გამოძიების საქმე. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში არცერთი მათგანი სათანადო დონეზე არ არის, რადგან ზოგადად ყოველგვარ დანაშაულს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა განსაზღვრავს. სტრესული, ანუ დამახინჯებული ფსიქიკა ადამიანის ქცევაში ისე აისახება, როგორც მრუდე საკეში. ხანგრძლივი უსახსრობა, უმუშევრობა უსაქმურობას ჩვევად ხდის. ადამიანი კარგავს ფუნქციას და ფაქტი სახეზეა: უმოტივაციო დანაშულობანი სიკვდილი, ძალადობა მათ შორის პედოფილია.
— რატომ გვყავს ამდენი ფსიქიკადარღვეული, რამდენიც არასდროს ყოფილა?
— ადამიანური ფსიქიკა ყველა დანარჩენი არსებისგან განსხვავებულია, ის ყოველისშემძლეა და ფიზიკურ არსებობას განსაზღვრავს.
დამნაშავეთა სამყაროს ფსიქიკის პრობლემებს ვიკვლევთ.
ხელშეკრულებების საფუძველზე განზოგადებისთვის მრავალი ქვეყნიდან ვიღებთ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს და გვეძლევა ზოგადი დასკვნების გაკეთების საშუალება: ადამიანი ფიზიკურად ზრდას რომ დაამთავრებს, გონებრივად თუ ზრდას არ განაგრძოს, მანადე შეძენილი ცოდნა, როგორიც უნდა იყოს, დავიწყებას ეძლევა და სრულიად გაუნათლებელი ადამიანი ინსტინქტების ამარა დარჩენილი პირუტყვს უთანაბრდება.
მაგრამ თუ ზოგიერთ გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში არცერთი პირუტყვი საკუთარ პირმშოზე არ იძალადებს. პედოფილებთან პრაქტიკულად ასე ხდება.
თუ ადამიანი ფიზიკურად ან გონებრივად შრომობს, დაღლილი ძალების აღსადგენად იძინებს. მაგრამ როცა არაფრით არის დაკავებული ბორგავს, ვერ მშვიდდება, მიღებული კალორიების შედეგად გამომუშავებული ენერგია დაუხარჯავია და უძილობას იმით ებრძვის, რომ „ფანტაზიებს ეთამაშება“, ანუ — ოცნებობს. რაც ძირითადად სექსუალური ხასიათს ატარებს. თუ გადახრა მოზარდობისას უკვე კოდირებული არ არის, ახდომა არ უწერია, რადგან სექსუალური სიმწიფე ყველას სხვადასხვანაირი აქვს და მალე გადაივლის, როგორც სიზმარი, რომელსაც ამ დროს ნახულობენ… მაგრამ როცა მსგავსი „ოცნებების“ პრაქტიკულ განხოცილებაზე „ოცნებას“ მოხშირებული ხასიათი აქვს, აუცილებელი არ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პირველივე შესაძლებლობისთანავე — აიხდენენ. ნაფიქრალის განხორციელებაზე წინასწარ დაგეგმვა უძღვის წინ. გონებაში შესაძლო ვარიანტებს განიხილავს და რამდენიმეზე აჩერებს ყურადღებას… აუცილებლად განახორციელებს.
პედოფილები გარეგნულად ჩვეულებრივი მამაკაცების შთაბეჭდილებას ახდენენ. დანაშაული, რომელსაც სჩდიან ხანდახან ფსიქოტრავმული გარემოებების მიზეზით არაცნობიერი ფორმით ფსიქიკაში შენახული ძლიერი ეფექტის ნაკვალევად მიიჩნევა.
საშინელება ის არის, რომ პედოფილების ნაწილს მოზარდობისას როცა მათი მოზრდილობის სექსუალური სიმწიფე ყალიბდებოდა ტრავმული გამოცდილება აქვთ… ასევე ცნობილია, რომ პედოფილების პირველი სქესობრივი აქტი წარუმატებელი თუ გამოდგა და დამამცირებელ წარუმატებლობის გამო უხეშობას და დაცინვას წააწყდა, რაც ძალზე ხშირია მამაკაცებში და ნორმალურად ითვლება, არ უნდა გახდეს ტრაგედია, მაგრამ ფსიქიკური პრობლემა, რომელიც ცალკეულ პირში იმალება, სწორედ ამ დროს იჩენს თავს და სწორედ პედოფილიის ინფანტილურ ეროტიზმზე ჩერდება.
ასეა თუ ისე, უკვე დამნაშავე ერთჯერად დანაშაულზე ვერ გაჩერდება, რადგან შეტევითი ხასიათის სიგიჟე ყოველთვის სრულიად უადგილოდ, როგორც ტკივილისთვის, ზოგადად არის დამახასიათებელი, შეახსენებს თავს და ამზადებს დანაშაულის ჩასადენად და თუ საკუთარ არსებაში ვერ შეძლო ამ „შეტევის“ ჩახშობა, უფროდაუფრო მოუხშირდება, როგორც ავადმყოფური შეტევა, რომელიც ფიზიკურ ტკივილს უტოლდება და აუცილებლად უნდა დაიამოს… ნებისმიერი სახის დაავადება შეტევითი ხასიათისაა, იგივეა ფსიქიკურიც. თუ საკუთარ თავს ვერ გაუმკლავდა, სპეციალისტს უნდა მიმართოს, რადგან ამ სიგიჟისთვის სულ არ არის აუცილებელი პირი შეურაცხადი იყოს… ფსიქიკის დარღვევა სხვადასხვანაირად ვლინდება, მამაკაცებში ყველაზე ხშირია სექსულაური ხასიათის და ამ შეტევის მკურნალობას ნებისმიერი გზით ეძებს, გარდა სპეციალისტთან მისვლისა, აქ ვლინდება ნარკომანს, ალკოოჰოლდამოდიკებულის და პედოფილის როგორც დაავადების მზაკვრული ერთნაირობა, სამივე შემთხვევაში თავს დაავადებულად არ მიიჩნევენ. მეტიც, სიამოვნების მუდმივად გასაგრძელებლად არიან მზად, რადგან ამისთვის ზედმეტი ძალისხმევა სულ არ არის საჭირო, გარდა იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი თავი ედარდებოდეთ და საკუთარი იმ პრობლემის მოგსაგვარებლად იყონ მოწოდებული, რომლითაც ირგვლივმყოფთათვის საზიზღარი თუ არა, სასრუველი ნამდვილად არ არიან.
პედოფილები წინასწარ თითქმის რეალურთან მიახლოებულ ერთგვარ სიამოვნებასაც განიცდიან, რომლისკენ მიმავალ გზაზე არც ახლობლობა შეაჩერებთ და არც სხვა ფაქტორი, რომელსაც ნორმალურად ყოფნის დროს უცილობლად აღიარებენ. „შეტევის“ დროს რეალობისთვის ადგილი აღარ რჩება ავადმყოფი გონება მხოლოდ იმაზე ფიქრობს ოცნება რეალობად აქციოს. აკვიატებული ეს იდეა უკვე ასაზრდოებს მის არსებას, მისი მისაღწევად მზად არის სიკვდილისთვისაც კი, მაგრამ ციხეში სასჯელის პირისპირ დარჩენილი უკვე სხვაგვარად იწყებს ფიქრს, მაგრამ უკვე ძალზე გვიან არის — იქ განაჩენი ყოველთვის სამართლიანია ამ სახის დამნაშავეებისთვის განსაკუთრებით, რომლის შესახებ საუბარი ნამდვილად ღირს — მერწმუნეთ — ეს პედოფილს იმდენად დააფრთხობს შეჩერებას აფიქრებინეს, რადგან ზუსტად იცის ტკივილის სიმწვავე, რომელსაც აყენებს და სწორედ ეს იწვევს ამ სიგიჟის „უცნაურობის განცდას“.
ცნობილია შემთხვევა, რომელიც საქართველოში, კერძოდ გალის რაიონში მოხდა: პედოფილმა ყრუ ბებიის გვერდში დაძინებული გოგონა პირზე ხელის აფარებით ფანჯრიდან გადაიყვანა, ეზოს ბოლოში, საიდანაც ხმას ვერავის მიაწვდენდა, ჯერ ცოცხალი, შემდეგ მოგუდული რამდენიმეჯერ გააუპატიურა და ხეზე დაკიდა… შემდეგ მეზობლები იხსენებდნენ იმ გოგონას ნათქვამს: „ეს კაცი — უახლოესი მეზობელი, გვერდს რომ ჩამივლის, მხოლოდ ჩემს გასაგონად ისე უცნაურად ხვნეშის, რომ მეშინიაო“… დამნაშავე მალევე დააპატიმრეს. სასამართლოზე ცინიკურად განაცხადა, რომ არა თუ არ ნანობდა ჩადენილს, მზად იყო იმ წუთების განმეორებისთვის მომკვდარიყო.
განმეორების გარეშე მოუწია სიკვდილმა.
სულიერი დაავადება სხვადასხვანაირად გამოიხატება. მას ძველად „ეშმასგან შეპყრობილი“ ერქვა და მკურნალობას ცდილობდნენ — სასტიკი ცემით, ხანდახან სიკვდილამდეც კი…

გოია. წმინდა ფრანსისკო ბორჯა მომაკვდავისგან „დემონების განდევნისას“

პედოფილიის შემთხვევაში დაზარალებულისგან იგებენ მომხდარს, მაგრამ ამ სახის დაავადებულები თუ „ტკივილის დასაამებლად“ მიმართავენ ცხოველების (ზოოფილია), მიცვალებულის (ნეკროფილია)… გაუპატიურებას, ბუნებრივია, ამის შესახებ ან საერთოდ ვერ იგებენ, ან უბრალოდ სულელად მიიჩნევენ, რადგან ფსიქიკის დარღვევა შეუმჩნეველი არასდროს რჩება. თუ „ტკივილის დაამება “რომელიმე გზით განხორციელდა სახეზეა მანიაკი, რომელიც სათანადო პირობებში ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულისთვის მზად არის, რადგან ადამიანური „მორალური ზღვარი“ გადალახულია.
ამასთან არასდროს დაგავიწყდეთ:
საკუთარი სურვილები, რაღაც მომენტამდე, ყველა პედოფილს არ მოყავს სისრულეში და ახალგაზრდა დედებს უნდა ახსოვდეთ:
უახლოესი ადამიანი სრულიად მოულოდნელად შეიძლება პედოფილიისკენ უბიძგოს თქვენმა შვილისადმი სულ მცირეოდენმა ყურადღების მოდუნებამ. ეჭვიანობა ქმარზე, ძმაზე, უახლოეს სხვა ადამიანებზე და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება კი არა, მეტი ყურადღება მოგეთხოვებათ… ნურც შვილებს და ნურც ახლობლებს ნუ გაწირავთ დანაშაულისთვის: ყოველთვის იცოდეთ, სად არის, რით არის დაკავებული თქვენი შვილი და ეს ისე გააკეთეთ, ტკივილი არცერთს არ მიაყენოთ… როგორ? ამას არავინ გასწავლით დედა-შვილობის ინსტინქტი ყველაზე კარგი მასწავლებელია.
— რა ვქნათ? საშველი არ არის?
— რატომაც არა. მუსულმანურ ქვეყნებში საქმე სულ სხვაგვარად არის. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ახალგაზრდა მშობლებს, უფრო დედებს კითხეთ, რამდენჯერ ყავს გაფრთხილებული შვილები, სქესის მიუხედავად: გენიტალიებზე ხელი არავის მოაკიდებინოთ. ბიჭებს: შენ კაცი ხარ (გოგონას — შენ გოგონა ხარ და შენს სხეულზე მიკარების უფლება არავის აქვს. არავინ გაგიბედოს ხელის შევლება, მაშინვე უთხარი, რომ მამას ან დედას ეტყვი… პატარებზე ასეთი „მოზრდილური“ საუბარი შთაბეჭდილებას ახდენს… შიგადაშიგ კითხეთ ხოლმე, ხომ მშვიდობაა, ჩვენი პირობა ხომ არ დაირღვა?
დარწმუნებული იყავით, ეს ერთი შეხედვით მარტივი გამოცდილი და უტყუარი საშუალება და საუკეთესო გამოსავალია არა მარტო თავდაცვისთვის, მომავალში პედოფილიისგან დასაზღვევადაც.
ვერ შეგპირდები, რომ ამ ნაწერს მშობლები დიდად წაიკითხავენ, მაგრამ თქმას წინ მაინც არაფერი უდგას.
— სტას, თავად დაზარალებულზე რისი თქმა შეიძლება?
— ამ კონკრეტულ შემთხვევაში პატარა გოგონა, რომელიც უმძიმესი ფიზიკური ტკივილისთვის გაიწირა მორალურად არ გატყდება. სულ პატარა ეს გოგონა გმირია… არანაირი შეურაცხყოფა მას არ შეეხება… რა დონეზე უნდა უყვარდეს თავისიანები, რომ მათი „მოკვლის“ თავიდან ასაცილებლად უმძიმეს ფიზიკურ და მორალურ ტკივილს გაუძლო… ეჭვი არ შეგეპაროთ, ძალიან მაგარი ქალი გაიზრდება და მის მიერ გადატანილი ტრავმა ამაში ხელს არ შეუშლის… უფრო მძიმე შედეგები დგება ხოლმე, როცა ძალადობენ ბიჭებზე…
თანამედროვე და ზოგადად სქესობრივი უმცირესობების წარმომადგენლების დიდ ნაწილს მოსწონს როგორიც არიან. არადა, დადასტურებულია, რომ მათი 90 პროცენტი სექსუალური ძალადობის, ხანდახან ეს ძალადობა არ არის, ნებით დაყოლიების მიზეზითაა, დანარჩენი ათი პროცენტი „ბუნების შეცდომად“ მიიჩნევა. მათ არა თუ მოსწონთ, როგორიც არიან, უნდათ მთელი სამყარო მათსავით იყოს და მათსავით აზროვნებდეს.
ფსიქიკა მეტად ფაქიზი რამ არის, ქვეცნობიერი უყურადღებოდ არაფერს ტოვებს.
პედოფილია იმით არის სახიფათო რომ:
ბავშვის გამაუპატიურებელი მიესწრაფვის მასში ვადაგასული ან ჯერაც ვადაგაუსვლელი „ფიქსირებული ეფექტის“ — ხშირად ქვეცნობიერში — მოშორებას, რომელიც მსხვერპლზე უაპელაციოდ გადააქვს და ცოცხალი თუ გადაურჩა წირავს უსქესოთა არმიის წევრობისთვის.
მადლობა, მართლაც ძალიან ძალიან სასარგებლო საუბრისთვის!

ქეთევან ჩემია, მილანი

მსგავსი პოსტები

ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაცია — ოლიგარქიული მმართველობის შედეგია

კრემლის თამაშები თვითგამორკვევით

Joni Kvaracxelia

ნუ მოკლავთ!!!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი