ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს, საზეიმო მიღების დროს, წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს. ბავშვებს საბჭოთა სიმბოლო – წითელი ყელსახვევები გაუკეთეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაუღეს.
აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისგან უწმვავესი პროტესტი მოყვა, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი, დირექტორის გადაწყვეტილებით კლასის ხელმძღვანელი აღარ იქნება.
შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა იმსჯელა და პედაგოგს საყვედური გამოუცხადა.
Loading…
