განცხადებები

პაულო კოელიო: უკრაინის კრიზისი რუსოფობიისთვის ხელსაყრელი საბაბია

ბრაზილიელმა მწერლმა, პაულო კოელიომ უკრაინაში მიმდინარე ომს „უკრაინის კრიზისი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის „რუსოფობიისთვის ხელსაყრელი საბაბია“. ამის შესახებ მწერალმა ტვიტერზე დაწერა.

კოელიოს ტვიტს უკრაინელებისგან კრიტიკა მოჰყვა. ისინი მწერალს პასუხობენ, რომ უკრაინაში არა კრიზისი, არამედ ომია და რუსული აგრესიის ფაქტებს ახსენებენ.

«უკრაინის კრიზისი რუსოფობიისთვის ხელსაყრელი საბაბია.

მე ნამყოფი ვარ ლვოვში, კიევში, ოდესაში, იალტაში, ჩერნობილში (უკრაინა).

მე გამივლია 10 000 კმ მატარებლით, მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე (რუსეთი).

დიახ, იქ არის ომი: მაგრამ ნუ დაადანაშაულებთ უბრალო ხალხს» — ტვიტერზე დაწერა ბრაზილიელმა მწერალმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ტიმ ვალტცმა „CNN“ ჟურნალისტების დაკავების გამო ბოდიში მოიხადა

«ჩაუდეს ბესელია…რობაქიძე არის კაცი, რომელმაც ჩამოაგდო პირველი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი»

«ამ ეტაპზე ასე ვნახოთ ერთმანეთი, რომ გადავრჩეთ…»-ლევან რატიანი

roma sajaia

დატოვე კომენტარი