პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ღონისძიება გაიმართა თბილისის ზღვაზე, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან, რომელიც ცნობილია, როგორც „საქართველოს მატიანე“.
ღონისძიების ფარგლებში „პატრიოტთა ალიანსმა“ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ნაძალადევის რაიონში კი, „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის დასახელდნენ „მემარცხენე ალიანსის“ წევრები: სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და კახა ძაგანია.
Loading…