“პატრიარქმა კაცად აქცია…ეს ადამიანი გამოდის და ლანძღავს…”-მამა შალვა კეკელია (ვიდეო)

0
697

მამა შალვა კეკელიამ საკვირაო წირვაზე ყოფილ მეუფე პეტრე ცაავაზე განცხადება გააკეთა:

“პატრიარქი ცოცხალ მაგალითად გვყავს… შეიძლება ადრე წინაპრებზე ვლაპარაკობდით, მაგრამ ახლა აგერ გვყავს პატრიარქი. მან მაგალითი მოგვცა, როგორ უნდა დაითმინო ადამიანმა განსაცდელი. ხომ შეიძლებოდა ასე არ მომხდარიყო და ასეთი განსაცდელი მასზე არ დაშვებულიყო, მაგრამ პატრიარქმა დაუშვა, ღმერთისგან ითხოვა, რომ ასეთი რამე მომხდარიყო და ჩვენთვის მაგალითი მოეცა. მოგვცა მაგალითი, როგორ უნდა მოვითმინოთ ყვედრება, ლანძღვა. წარმოიდგინეთ, ვინც პატრიარქმა კაცად აქცია, თავისი ხელით, დაუძახა, გვერდით დაიყენა, ჯერ მორჩილი კაბა ჩააცვა, ბერად აღკვეცა, მღვდლად აკურთხა, ეპისკოპოსად აკურთხა, წარმოიდგინეთ შვილივით გაზარდა, ყველაზე დიდი ეპარქია ჩააბარა და ყველაფერი მისცა ამ ადამიანს და ეს ადამიანი გამოდის და ლანძღავს… მაგრამ თქვენ გაგიგიათ პატრიარქისგან, რომ მასზე რამე ეთქვას? წარმოიდგინეთ რამხელა მაგალითს გვაძლევს. ერთადერთი, რამ უთხრა სინოდის სხდომაზე, რა კარგი იყავი და რა დაგემართაო, მხოლოდ ამით შემოიფარგლა”

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ