ანალიტიკაპუბლიკაციები

«პატრიარქმა ბავშვების მონათვლა რომ დაიწყო მასიურად, კეთილი საქმის იმიტაციით, ამაზე დიდი სპეც ოპერაცია სუსსაც არ დაესიზრმებოდა»

პატრიარქმა ბავშვების მონათვლა რომ დაიწყო მასიურად, კეთილი საქმის იმიტაციით, ამაზე დიდი სპეც ოპერაცია სუსსაც არ დაესიზრმებოდა.
რა იყო ილიას მთავარი მოტივაცია ამ სპეცოპერაციის დაწყებისას?
საკუთარი თავის განდიდება და მრევლის ფანატიზმის ხარისხის გაზრდა. რაც ავტომატურად ნიშნავს მრევლის რაოდენობის ზრდას გრძელვადიან პერიოდში და თუ ეკლესიის ავტორიტეტი გაცამტვერდება, პირადად მას მტკიცე კავშირით შეკრული გულშემატკივარი ამ ნათლულებისა და მათი ოჯახის წევრების სახით მაინც დარჩება.
ლოგიკა ძალიან მარტივია:
ვის არ უყვარს თავისი ნათლია. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის პატრიარქია და ნათლულის ოჯახს შეუძლია იბლატაოს, რომ თვით ღმერთისნაცვალს დაუნათესავდა. გახსოვთ ალბათ, კომუნისტების დროსაც კი სუყე ნათლიებს ირჩევდნენ, რათა შემდგომში გამოსდგომოდათ.
ილია თავის ნათლულებს არც არაფერში გამოადგა, გარდა ნათლულის ოჯახის თვითკმაყოფილებისა ნათლიის სტატუსიდან გამომდინარე. სამაგიეროდ ყველანაირი ბენეფიტი პირადად ილიამ მიიღო — მორჩილთა სიმრავლე და ირაციინალურ გრძნობებზე აგებული ფანატიზმის ხარისხის ზრდა. ნათლულებს კი მხოლოდ ვექსილად გამოწერილი ნათლობის მოწმობა შერჩათ ხელში. რომელსაც ვერც ამ ქვეყნად და ვერც იმ ქვეყნად ვერ გაანაღდებენ. ანუ მისი ფასი იმაზე ნაკლებია რაც ღირს ქაღალდი რომელზეც ეს მოწმობაა დაბეჭდილი. სამაგიეროდ ნათლულის ოჯახის წევრები იხუტებენ გულში ზუსტად ისე, როგორც ოლღა ბებია ზურიკელას სკოლის ადესტატს და მერე რა, რომ შიგ მხოლოდ გაჭირვებული სამიანები წერია.
ლეონიდ მავროდის არ შეუქმნია ასეთი თაღლითური პირამიდა, როგორიც ილიამ შეიქმნა.

დავით ნებიეიძე, მოძრაობა ივერია

Loading…

მსგავსი პოსტები

ძალაუფლების ახალი გადაბარების პროცესი დაიწყო

იმედის ერთი ნაფლეთი — სითბო

ნუ მოკლავთ!!!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი