განცხადებები

პატრიარქი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა

«წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან.

ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.

„ღმერთი მშვიდობისაჲ იყავნ ყოველთა თანა, ამინ! «-აღნიშნულია განცხადებაში

Loading…

მსგავსი პოსტები

კალაძემ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას — გიგი უგულავა

«გუშინ მთელი ერი გააუპატიურეს…თავს ვგრძნობ აყროლებულად»

«ივანიშვილმა მოკლა ჩემი შექმნილი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჩვენი მიზანი არის მაინც საქართველო გახდეს რეგიონალური ცენტრი»-მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი