პატრიარქმა განუცხადა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს რომ დღეს ქადაგება არ ექნებოდა. „მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ქართველი ერის ძალა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ სახარებიდან წაიკითხოს ერთი თავი, მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ მადლს და წყალობას. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თანადგომისათვის, თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიის წარმომადგენლებმა, მუსულმანებმა და სხვებმაც, გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი.» შეგახსენებთ რომ ეს გახლავთ პატრიარქის პირველი გამოჩენა სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ.
Loading…