ჟურნალისტი ლაშა ბერულავა «ნაციონალური მოძრაობის» ინიციატივას გამოეხმაურა.
«პატივცემულო ენმ: ძალიან კარგ ინიციატივას ჩაუყარეთ საფუძველი, როცა თქვენს ელექტორატს, მხარდამჭერებს მიეცით საშუალება, პარტიის თავმჯდომარე აერჩიათ.
პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, უამრავმა ადამიანმა მიიღო მასში მონაწილეობა და ამომრჩევლის ნება შესანიშნავად გამოიკვეთა.
ვფიქრობ, იგივე გზას უნდა მიმართოთ ახლაც და პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გადაწყვეტაც თქვენს გონიერ ამომრჩევლებს უნდა მიანდოთ:
შექმენით გამოკითხვა: «უნდა შევიდეს თუ არა ენმ პარლამენტში?», დაასახელეთ სავარაუდო პასუხებიდან, პირობითად, სამი: «დიახ», «არა», «უნდა შევიდეს, მაგრამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ უნდა მოაწეროს».
დაასახელეთ ვადა, პირობითად, 10 დღე და გაიგებთ, რა არის ამომრჩევლის დაკვეთა (ვფიქრობ, თქვენმა უმრავლესობამ ეს უკვე ისედაც იცის).
ვფიქრობ, არ გაქვთ იმის ფუფუნება, ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი მხოლოდ შიდა კონსულტაციებითა და პოლიტსაბჭოზე კენჭისყრით გადაწყვიტოთ.
პატივისცემით: რიგითი, უპარტიო ამომრჩეველი და მხარდამჭერი ენმ-ს დაარსების დღიდან.»