პოლიტიკა

პარტია “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება

თბილისის მერობის კანდიდატი პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია იქნება. ამის შესახებ თავად ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა დღეს, 1 სექტემბერს, თბილისში გამართულ ღონისძიებაზე.

გიორგი გახარიას თქმით, სულ უფრო იშლება ზღვარი “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის და, შესაბამისად, ახლანდელი მმართველი პარტია წინამორბედის მსგავსად ძალადობს ადამიანებზე.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით სდევნიან იმის გამო, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ, აგდებენ სამსახურებიდან და ტოვებენ ლუკმა-პურის გარეშე.

“სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ჩვენი დიდი ოცნება უკეთესი საქართველოსი უნდა დავიცვათ ორგანიზაცია “ქართლი ოცნების” დღევანდელი ბოსებისგან.

მე ამ ქალაქში დავიბადე, მე თბილისში გავიზარდე. მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთ ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს. ამ ქალაქს სჭირდება ღირსების და სამართლიანობის შენარჩუნება. ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისა და ნეპოტიზმისგან სუფთა გარემო. ამასთან ერთად, ამ ქალაქს სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი, ამ ქალაქს სჭირდება მეგაპროექტები”, — თქვა გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა თქვა, რომ ადამიანები ღირსეულ ცხოვრებას იმსახურებენ თბილისს მიღმაც.

გახარიამ დღეს დაასახელა თბილისის საკრებულოში თავისი პარტიული სიის 15 წევრი:
ლევან დოლიძე — დიპლომატი;
ზაზა თავაძე— საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
სალომე კობალაძე — ბიზნესის ადმინსიტრირებისა და სატრანსპოროტ პოლიტიკის სპეციალისტი;
გიორგი შარაშიძე — საჯარო მართვის მაგისტრი, ჟურნალისტი;
დავით ფარცვანია — სამართლის მაგისტრი, სამეგრელოს გუბერნატორის ყოფილი მოადგილე;
თამარ (ტატა) ხვედელიანი — საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი;
ეკატერინე ვეფხვაძე — მეწარმე;
მალხაზ მჭედლიშვილი — ეკონომისტი;
საბა ჯიქიძე — პარტიის “საქართველოსთვის” ახალგაზრდული მდივანი;
გიორგი სოსელია — მორაგბე, სარაგბო კლუბ “არმაზის” პრეზიდენტი;
თიკო თვალაძე;
გიორგი კიკნაველიძე — იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრი, დოქტორი;
ზაურ რეხვიაშვილი — ინჟინერი, ენერგეტიკოსი;
ქეთევან ბაკარაძე — ექიმი;
ვატო ფაჩულია — სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.
გახარიამ ასევე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში:
სამგორი — კახაბერ ქემოკლიძე, დიპლომატი;
ისანი — დავით გოგიძე;
კრწანისი — ზურაბ რეხვიაშვილი;
მთაწმინდა — ვახტანგ (ვატო) გვაზავა, ექიმი;
გლდანი — ნათია მეზვრიშვილი, იურისტი;
ჩუღურეთი — რუსუდან თევზაძე, განათლების სპეციალისტი;
ვაკე — მერაბ მაჭავარიანი, ბიზნესმენი;
დიდუბე — გიორგი ქაჯაია, დიდუბელი;
საბურთალო — მიხეილ ნაბიჯაშვილი, ეკონომისტი;
ნაძალადევი — გალაქტიონ ღუდუშაური.

Loading…

მსგავსი პოსტები

იტალიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა

ეუთო/ოდირი დასკვნას ამზადებს — ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე

Joni Kvaracxelia

ვინ იქნება ვიცე-პრემიერი?-გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს

დატოვე კომენტარი