პოლიტიკა

პარტია «კანონი და სამართლის» ლიდერი, დეპუტატი თამარ ჩარკვიანი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა

დღეს საერთო სახალხო მოძრაობის დამფუძნებელი, დეპუტატი თამარ ჩარკვიანი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა. კერძოდ ელჩ ალბერტ იონსონს, რომელიც გახლავთ მისიის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ ანალიტიკოს, ურდურ გუნარსდოტირს და პოლიტიკური ანალიტიკოსის თანაშემწეს, ირაკლი სირბილაძეს.

შეხვედრაზე თამარ ჩარკვიანმა მათ საერთო სახალხო მოძრაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ეხებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი გზით, მშვიდობიანად სამშობლოში დაბრუნებას. საუბარი ასევე შეეხო წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ პრობლემებს. დეპუტატ თამარ ჩარკვიანმა ასევე ისაუბრა იმ უკანონო მიყურადებაზე, კერძოდ სუსის კრებსებზე რომლებიც გავრცელდა მედიაში.

ორივე მხარე შეთანხმდა სამომავლო თანამშრომლობაზე.

Loading…

მსგავსი პოსტები

ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა დაარსა

დღეს ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დასაქმების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

შესაძლებელი იქნება წინსვლის გზა ვიპოვოთ- კარლ ჰარცელი

დატოვე კომენტარი