“დღეს, საგანგებო ბრიფინგით პარტიამ ,,კანონი და სამართალი” მთავრობას გავუზიარეთ 5 პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ერთ-ერთ პუნქტსაც წარმოადგენდა შექმნილ მოცემულობაში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მეწარმე სუბიექტებისთვის საგადასახადო ვალდებულებების გადახდის ვადის გონივრული დროით გადავადება, რამდენიმე საათში კი შევიტყვეთ, რომ ორი წამყვანი სატალევიზიო კერძო კომპანიის, ტელეკომანია ,,მთავარი’’-ს და ,,პირველის’’ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ინკასო. მსურს უმკაცრესად დავგმო ხელისუფლების არაადეკვატური და ვიწრო პარტიული ნება კრიტიკული და მათგან უკონტროლო ტელეკომპანიების წინააღმდეგ, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება, მსოფლიო კრიზისის კოვიდ-19 ის ფონზეც კი აგრძელებს დიქტატურის მშენებლობას და დღევანდელი გადაწყვეტილება ინკასოს დადგენის თაობაზე არის ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის მორიგი კრიმინალური გადაწყვეტილება” – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.
პარტია ,,კანონი და სამართალ”-მა დაგმო ტელეკომანია ,,მთავარი’’-ს და ,,პირველის’’ წინააღმდეგ გამოყენებულო ინკასო
Loading…
