პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კიევიდან საინტერესო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით სულ მალე გაჟღერდება სიახლეები კიევიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით.
«დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, სიახლეები იქნება უკრაინიდან სანქციებთან დაკავშირებით🇺🇦🇬🇪
ასევე უკვე შემდგარი ფაქტი:
ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფმა (LSEG), კომპანიამ, რომელიც პასუხისმგებელია City-ს საფონდო ბირჟის მენეჯმენტზე, ცოტა ხნის წინ სანქციების გარანტიები მისცა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს, NAPC-ს.
ისინი დაეყრდნობიან NACP-ის რეესტრს საკუთარი მონაცემთა ბაზის განახლებისას. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და მის საყრდენ ოლიგარქებთან ბიზნეს გარიგებების დადება, მათ კომპანიებში ინვესტირება, დონორებთან თანამშრომლობა ხდება სარისკო. ეს ფინანსურ რესურსებზე წვდომის პრაქტიკულად შეზღუდვას ნიშნავს.» — სოციალურ ქსელში წერს ელენე ხოშტარია.
პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კიევიდან საინტერესო განცხადებას ავრცელებს
Loading…