განცხადება/მიმართვა

პარტიას ბოიკოტში ყოფნა არ გამოადგება-ხატია დეკანოიძე

პარტიას ბოიკოტში ყოფნა არ გამოადგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მისი პოზიციაა, რომ თუ პარლამენტში შევიდნენ, მანდატი უნდა გამოეყენებინათ.

„პოლიტიკურ ლიდერშიფს გამბედაობა უნდა გვეყოს და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ თუ ევროპული გუნდის წევრობა გვინდა და ეს არის ევროკავშირი, მაშინ ჩვენ პირადად, ოპოზიციონერები უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ არ იქცევა, როგორც ევროპული საზოგადოება და ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვესაუბრებიან“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ტყუილია, თითქოს ევროპელი პარტნიორები უნდა დაარწმუნონ, რომ პარლამენტის მანდატებს აზრი არ აქვს.

„ყველა პარტნიორი ერთ აზრზეა და ერთ რამეს ამბობს – ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა და არსებობს ეს პასუხისმგებლობა, მათ შორის პარლამენტში ყოფნაზე. ამ პარლამენტს მძიმე შინაარსი აქვს, მაგრამ არის და მოქმედებს, ამიტომ ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მათ შორის 12 პუნქტის შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში პარტიას ბოიკოტში ყოფნა არ გამოადგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

გიორგი გახარია მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს-სოზარ სუბარი

roma sajaia

დილის 4 საათზე თქვენი ქალაქები დაიბომბება: ჟირინოვსკიმ განაცხადა, თუ როგორ დაიწყება ახალი ომი უკრაინაში

“არ ყოფნის არანაირი ფული, რა ღორია ასეთი”-ბაია პატარაია ბიძინა ივანიშვილზე

დატოვე კომენტარი